LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის თავზე საახალწლოდ საჰაერო ტურები მოეწყობა – ბილეთი 70 დოლარი ღირს

85
1533196209

მსურველები კიევის თავზე, საჰაერო ტურებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. უფრო კონკრეტულად კი, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – FlyUIA საათობრივ კორპორატიულ საჰაერო ტურებს იწყებს. ექსკურსიის ხანგრძლივობა 1 საათი იქნება.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ერთსაათიანი ექსკურსიის დროს, პილოტები მგზავრებს დეტალურად მოუყვებიან იმაზე, რაც აქამდე მხოლოდ სმენიათ: რა არის ფრენის რუკები, როგორი ამინდია ფრენისთვის არახელსაყრელი და ა.შ.

ფრენა ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან, Embraer 195-ის მეშვეობით განხორციელდება. ავიახომალდი მაქსიმუმ 116 ადგილზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის სრული დატვირთვის შემთხვევაში, ერთი ადგილის ღირებულება იქნება 70 დოლარის ექვივალენტი გრივნაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები