LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში ამ წუთებში სირენების ხმა ისმის – მოსახლეობას თავშესაფრების მოძიებას სთხოვენ

106
ომი 3

სიტუაცია უკრაინაში ყოველწუთიერად იძაბება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ქალაქის მთავრობა მოსახლეობას სთხოვს მიწისქვეშა თავშესაფრები მოიძიონ. გაფრთხილება საჰაერო თავდასხმის შესახებ გამოქვეყნდა. 

კიევში ამ წუთებში სირენების ხმა ისმის. 

BBC წერს, რომ უკრაინის მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიიმ დაადასტურა, რომ სამხედროები იბრძვიან კიევის რეგიონში, სადაც რუსული ძალები აეროპორტზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მათ თქმით,  ბრძოლის დროს რუსული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოაგდეს.

პარალელურად უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა ქალაქ ხარკოვში დაბომბვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის. ქალაქის მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას სთხოვს.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g