LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიკაბიძე: „სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა… მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე”

2197
Untitled design

ქართველმა დეპუტატმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა.

მისი შეფასებით, პუტინი, რომელიც გულშემატკივრობს საბჭოთა კავშირს და სიმპათიით არის განწყობილი სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, საშინელებებს სჩადის უკრაინაში.

„პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს.

ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე.

მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა. მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე. მას გაფართოება სურდა. პუტინი საშინელ რაღაცებს აკეთებს“, – განაცხადა კიკაბიძემ.

აღნიშნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ის, რაც ხდება უკრაინაში, ფილმებშიც კი არ უნახავს.

„ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?! როდესაც აფეთქებენ ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, ენა არ მიბრუნდება პირში“,- განაცხადა კიკაბიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინისთვის გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g