კიკეთში დაჭრილი ორი ქალიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმმა, მადონა მინდაძემ განაცხადა. რაც შეეხება მეორე ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას განაგრძობს.
„კიკეთიდან ორი პაციენტი შემოიყვანეს, ორივე – ქალბატონი, ერთის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მას კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, გადაყვანილი იყო საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად განაგრძობს მკურნალობას განყოფილებაში. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მიმღებ განყოფილებაში დასტაბილურდა, შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებისა და კონსულტაციების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და ის ბინაზეა გაწერილი“, – აცხადებს მადონა მიდაძე.
კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა