KIK’S Accessories მომხმარებელს ქალის აქსესუარებს სთავაზობს. მსურველებს აქ შეუძლიათ შეიძინონ, საყურეები და სამაჯურები, რომლის ფასიც 30 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის, ასევე ყველსაბამები 50-70 ლარად და აბადოკები 25-40 ლარის ფარგლებში.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა მარიამ კიკოლეიშვილმა აღნიშნა, იყენებს ტყავს, მეტალს, თვლებსა და სხვადასხვა ქსოვილებს.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი კოლექციის გამოშვება. გარდა ამისა, როგორც დიზაინერმა განმარტა, აპირებს მაღაზიის გახსნასაც.
„ბავშვობიდან ვაკეთებდი აქსესუარებს, თუმცა 1 წელია, რაც დავიწყე ამ ყველაფრის რეალიზაცია. ყველანაირ აქსესუარს ვაკეთებ და ვცდილობ მომხმარებლის ყველა სურვილი გავითვალისწინო“, – განაცხადა კიკოლეიშვილმა.
KIK’S Accessories-ის პროდუქციის შეკვეთა მომხმარებელს facebook-ის გვერდის საშუალებით შეუძლია. შეკვეთიდან 2-3 დღეში კი, მსურველი სასურველ ნივთს მიიღებს. ( https://goo.gl/7ZCBC3 )