LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კილოგრამზე მეტი ოქრო და ასკარატიანი ბრილიანტი – ვარსკვლავმა ახალი ყელსაბამი „ინსტაგრამზე“ გამოფინა

88

კანადელმა სუპერვარსკვლავმა დრეიკმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც თაყვანისცემლებს სპეციალურად მისთვის შექმნილი ძვირფასი ყელასაბამი წარუდგინა. სამკაული მუსიკოსის ლეიბლის OVO Sound-ის ლოგოს, ბუს ფორმისაა, რომლის დასამზადებლად კილოგრამზე მეტი ოქრო და ასკარატიანი ბრილიანტი გამოიყენეს.

ყელსაბამი ცნობილი იუველირის, ჯეისონ არაშბენის დიზაინით შეიქმნა და მის დამზადებას 6 კვირა დასჭირდა.
დრეიკი უკვე 18 წელია შოუბიზნესშია, მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ალბომის 6 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

New bird from @jasonofbeverlyhills LIFE SIZE

A post shared by champagnepapi (@champagnepapi) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები