“ფხენიანი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, თუ ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქრება,” – აღნიშნული განცხადება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალური ფხენიანი ბირთვულ იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. როგორც უცხოურ მედიაში ვრცელდება, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მორიგი ბირთვული ტესტი ჩაატაროს.