LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ – პუტინი აცხადებს, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება

155
Untitled design (1)

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება.

ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ იარაღის განლაგება დაიწყება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც შესაბამისი ობიექტების მომზადება დასრულდება.

„ყველაზე სენსიტიურ საკითხებზე, რომელზეც თქვენთან შევთანხმდით, ვიტყვი, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

როგორც იცით, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ დავიწყებთ ზომების მიღებას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით, ყველაფერი სტაბილურად მიდის“, – თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ის ლუკაშენკოსთან „პირისპირ“ უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრებს:

„ზოგადად, ვითარება სტაბილურია, მე ვიტყოდი, კარგიც კი. ჩვენ ამ საკითხში თავდაჯერებულად ვურთიერთობთ“, – თქვა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები