LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში გასამართლებული ქალი გაათავისუფლეს

207
doani 2

მალაიზიის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უფროსი ძმის მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი გაათავისუფლა.

30 წლის დოან ჰიონი სამშობლოში, ვიეტნამში დაბრუნდება. თავდაპირველად მას კიმ ჩენ ნამის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, თუმცა მოგვიანებით ბრალდება გამიზნულად ზიანის მიყენებით შეიცვალა.

დოან ჰიონი, ინდონეზიელ სითი აისიასთან ერთად, კუალა-ლუმპურში 2017 წლის თებერვალში კიმ ჩენ ნამზე თავდასხმის შემდეგ დააკავეს. როგორც ცნობილია, მათ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმას სახეზე სველი ხელსახოცი დააფარეს, რომელიც მომწამლავი ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო ხელსახოცზე არსებული ნივთიერების შესახებ. მათი თქმით, ისინი უცნობმა პირმა თითქოს კომედიური სატელევიზიო შოუსთვის დაიქირავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g