კიმ კარდაშიანმა მომგებიანი შეთანხმება გააფორმა. ტელევარსკვლავმა ბელ-ეირზე სახლი 18 მილიონ დოლარად გაყიდა, რაც თავდაპირველად დაწესებულ თანხასთან შედარებით სამჯერ ნაკლებია. კიმის სახლი წარმოშობით უკრაინელმა მარინა აკტონმა შეიძინა.
გარიგების დასრულების შემდეგ, კიმმა მარინასთან ერთად ლოს–ანჯელესში, ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა. როგორც ჩანს, შეთანხმებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. შეხვედრის დასასრულს, გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთს თბილად გადაეხვინენ, რაც პაპარაცებს არ გამორჩენიათ.

მარინა აკტონის შესახებ ცნობილი ის არის, რომ უკრაინაში დაიბადა და შემდეგ აშშ-ში გადასახლდა, ვაშინგტონში ინტერნატურას გადიოდა. მარინა ცოლად ბრაიან აკტონს გაჰყვა, რომელიც მესენჯერ WhatsApp-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.

