LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი კანიე უესტს ეყრება

51

კიმ კარდაშიანს ქმრის საციელის ატანა აღარ შეუძლია და გადაწყვიტა, კანიე უესტს დაშორდეს, ამის შესახებ RadarOnline იუწყება. გამოცემის ცნობით, „ტვიტერზე“ უესტის სკანდალური სტატუსებისა და სხვა ხმაურიანი მოვლენების შემდეგ კიმს რეპერთან ერთად ცხოვრება აღარ სურს.

„კიმმა დედას, კრის ჯენერს უთხრა, რომ კანიეს შორდება. გული ძალიან ტკივა ამის გამო, მაგრამ ამბობს, რომ  სხვა გზა აღარ აქვს,“-  ამბობს ტაბლოიდების წყარო.

20160217-Kim4

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კანიემ კიდევ ერთი სცენა მოაწყო, გამთენიისას 4 საათზე ხმამაღლა ყვიროდა „მე ვარ კანიე უესტი და ჩემი ცოლი არის კიმ კარდაშიანი,“ – და ამასთან, კარდაშიანის მისამართით არც უწმაწურ სიტყვებს იშურებდა. უესტის ყვირილმა გააღვიძა მისი ორივე შვილი – ნორტი და სეინტი, კიმმა კი ყვირილით მოსთხოვა, სასწრაფოდ წასულიყო თავის ოთახში.

„კიმი ფიქრობს, რომ კანიემ ალტერნატივა არ დაუტოვა, მალე გაყრაზე ხელს ოფიციალურად მოაწერენ,“ – ამბობს წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g