მეორე შვილის დაბადების შემდეგ, კიმ კარდაშიანი ამტკიცებდა, რომ ეს ორსულობა მისთვის უკანასკნელი იყო. ამ დღეებში, რეალითი-შოუს „Keeping Up With the Kardashians“ თიზერში კი ის აღიარებს, რომ მესამე შვილის გაჩენას გეგმავს.
ვიდეოში ჩანს, რომ კიმი ექიმებთან კონსულტაციას გადის, რათა მოსალოდნელ რისკებზე ინფორმაცია მიიღოს. ეს უკანასკნელები მას ურჩევენ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ამ იდეაზე უარი თქვას. შეგახსენებთ, რომ მეორე ორსულობა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა, მაშინ ექიმებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც კიმს დამოუკიდებლად მშობიარობა შეეძლო.
პირველად, ოჯახში მატების სურვილის შესახებ კიმმა ნახევარი წლის წინ ისაუბრა, თუმცა მაშინ მან სუროგატი დედის მომსახურებაც ახსენა, თუმცა რას გადაწყვეტს ის ამჯერად, უცნობია.
„იყო ორსულად, არც ისე მარტივია. მე არ ვარ ოსრულობის დროს ისეთი ბედნიერი, როგორც კორტნი ან დედაჩემი კრისი. პერიოდულად მტკივნეულია, ძალიან მტკივნეული!“ – განაცხადა კიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში.