კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის KKW Beauty თავის მოვლის ახალი საშუალებები წარმოადგინა – კოლექცია ბრჭყვიალა პიგმენტების ნაკრებს წარმოადგენს და კიმი მას ხუთ ფერში: ოქროსფერში, სპილენძის ფერში, ბრონზესფერში, თეთრსა და ვარდისფერში გვთავაზობს.
სიახლე აპლიკატორების გარეშე გაიყიდება – მათი გამოყენება ტუჩებზე, ქუთუთოებსა და ღაწვებზე არის შესაძლებელი. კოსმეტიკა გაყიდვაში 1 დეკემბრიდან გამოვა.
რეკლამაში თავად კიმი მონაწილეობს. სკანდალურმა ქალბატონმა „ინსტგარამზე“ საკმაოდ თამამი ფოტო გააზიარა. როგორც ყოველთვის, ის შიშველია და სხეული თავისი ნაწარმის პიგმენტებით აქვს დაფარული.
Ultralight Beams highlighters & glosses launching Dec 1st on KKWBEAUTY.COM
A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on