LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი სამშობიაროში დედამ მოინახულა

251

კრის ჯენერი ჟურნალისტებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ლოს-ანჯელესის სამშობიაროში მივიდა. შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანის მეორე შვილის დაბადება საზოგადოებამ  საიტიდან შეიტყო. აქვე ცნობილი გხდა , რომ დედა და ახალშობილი თავს  კარგად გრძნობენ. კრის ჯენერი შვილისა და შვილიშვილის სანახავად მარტო მივიდა. მოგვიანებით კი, ბევერლი-ჰილზის სასტუმროში  გადაინაცვლა.

კრის ჯენერისთვის ეს უკვე მეხუთე შვილიშვილია. მან არ გააკეთა კომენტარი ახალშობილის სახელთან დაკავშირებით. ცნობილი ხდება, რომ პატარას შესაძლოა, კიმ კარდაშიანის გარდაცვლილი მამის, რობერტის სახელი დაარქვან. შეგახსენებთ, რომ წინა მშობიარობისას კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ნორტის სახელი მხოლოდ დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ გაასაჯაროვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები