LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი თავდასხმის შემდეგ ფოტოგრაფებთან პირველად გამოჩნდა (ფოტო)

69

კიმ კარდაშიანი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პირველად გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. პარიზული ინციდენტის  შემდეგ კიმ კარდაშიანი 3 კვირის მანძილზე არ გამოჩენილა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. რეალითი-შოუს ვარსკვლავი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის უახლოესი მეგობრის თანხლებით ნაყინის საყიდლად იყო გამოსული.

როგორც ჩანს, პარიზის სასტუმროში მომხდარმა თავდასხმამ კარადაშიანზე სერიზოულად იმოქმედა, რადგან ვარსკვლავს ეს ვიზუალურად დაეტყო. ყოველთვის ეპატაჟური კარდაშიანი ამჯერად ყოველგვარი დამატებითი აქსესუარის გარეშე გამოვიდა ქუჩაში. მას გრძელი სპორტული მაისური და მოკლე შორტი ღია სანდლებთან ჰქონდა შეხამებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ფოტოგრაფებთან მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g