მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის კიმ კარდაშიანს რამდენიმე დღის წინ მესამე შვილი შეეძინა, სკანდალური ქალბატონი ერთ ადგილზე არ ჩერდება და პროვოკაციულ ფოტოსესიებში მონაწილეობს.
ამ დღეებში, კიმი მალიბუში, თეთრ ხალათში გამოწყობილი, საკუთარ ასისტენტებთან ერთად გადაიღეს. რას ეძღვნება მისი ახალი ფოტოსესია, უცნობია. ინსაიდერების თქმით, ფოტოები საკმაოდ თამამი იქნება – ხალათის ქვეშ კიმს გამჭვირვალე თეთრი კაბა ეცვა.
