კიმ კარდაშიანმა Instagram-ზე ახალდაბადებული შვილის სახელი გააჟღერა. კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პატარას სეინთ დაარქვეს, რაც ინგლისურიდან თარგმანში წმინდანს ნიშნავს.
კარდაშიანისა და უესტის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მომხმარებლებმა სპეცილაური პოსტერებიც კი შექმნეს და წყვილს მკრეხელობაში დასდეს ბრალი.