LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ერთ ღამეში 10 მილიონი დოლარი იშოვა

79

კიმ კარდაშიანმა კარგად იცის ჰაერიდან ფული როგორ გააკეთოს. ტელევარსკვლავმა თავისი სუნამო გამოუშვა. კარდაშიანმა სამი პარფიუმი შექმნა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 300 000 ერთეული გამოუშვა.

ყველა ეგზემპლარი ერთ დღე-ღამეში გაიყიდა. კარდაშიანმა 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მყიდველებს კიმის სუნამოს არომატის გაგება მხოლოდ შეძენის შემდეგ შეეძლოთ. კარდაშიანმა ადრე აღიარა, რომ პარიზში დაყაჩაღების შემდეგ, მან საკუთარი არომატის შექმნა გადაწყვიტა.

პარიზული ინციდენტის შემდეგ, მეგობრები მას კრისტალებს ჩუქნიდნენ, რომელთა ენერგიაც რთულ სიტუაციაში ეხმარება მეპატრონეს – ყოველ შემთხვევაში ლოს–ანჯელესში ამის ბევრს სჯერა. სწორედ ამიტომ, კარდაშიანის სუნამოს ჭურჭელი კრისტალს მოგვაგონებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები