კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს შვილი ეყოლათ – სასიამოვნო სიახლის შესახებ კარდაშიანმა თაყვანისმცემლებს საკუთარი ოფიციალური საიტით შეატყობინა. ახალშობილი ბიჭი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
მეორე ორსულობა კიმისთვის პირველზე რთული აღმოჩნდა, რეალითი-შოუს ვარსკვლავი სოციალურ ქსელებში ხშირად წერდა, რომ წონაში საგრძნობლად მოიმატა, დღის ბოლოს ფეხების შეშუპებას უჩიოდა, სულ ცოტა ხნის წინ კი გრიპი და სინუსიტიც დაემართა. ამის მიუხედავად, მშობიარობის დროს გართულებები მას არ ჰქონია.