2021 წელი სკანდალით დაიწყო. საზოგადოების ყურადღება ვარსკვლავური წყვილის, კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტისკენაა მიპყრობილი. დასავლური მედია წერს, რომ ამის მიზეზი კანიეს ღალატია. ტაბლოიდების თქმით უესტმა მეუღლეს არატრადიციული ორიენტაციის ბლოგერთან, ჯეფრი სტართან უღალატა, თუმცა ჭორები თავად ჯეფრიმ უარჰყო და ბრალდებას სარკაზმნარევი იუმორით უპასუხა. ბლოგერმა კანიე სიმაღლის გამო დაიწუნა.
„მე მარტო ვარ, არავისთან ვწევარ. ეს სისულელეა. აგიხსნით, მე მაღალი მამაკაცები მომწონს. მე და კანიეს ურთიერთობა არასდროს გვქონია“ – აცხადებს სტარი.
ახლახანს კი ახალი დეტალები გამოიკვეთა, როგორც აღმოჩნდა, ჯეფრი სტარი და კიმ კარდაშიანი ახლო მეგობრები ყოფილან, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. მედიის ცნობით, ჯეფრი კიმის არაერთ დღესასწაულზეა ნამყოფი, მან კარდაშიანს 2017 წელს მხარდაჭერაც გამოუცხადა, როდესაც კიმი რასიზმში დაადანაშაულეს.
თუმცა, მათი მეგობრობა სავარაუდოდ დასრულდა, ტაბლოიდების ცნობით, რეალითი შოუს ვარსკვლავი საშინლადაა შეურაცხოფილი აღნიშნული ჭორების გავრცელების გამო და სტარის სახელის გაგონებაც კი არ სურს.




