LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა – რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?

217
samsung

იცოდი, რომ Samsung უკვე 20 წელია ტელევიზორების, ხოლო 12 წელია აუდიო სისტემების გლობალური ლიდერია? 2026 წლის უახლესმა ხაზმა ტექნოლოგიური ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასებები უკვე დაიმსახურა. მოდი, ვნახოთ, რა ხდის ამ მოწყობილობებს გამორჩეულს და რატომაა ისინი საუკეთესო არჩევანი შენი სახლისთვის.

Mini LED – სრულიად ახალი გამოცდილება.

წლევანდელი სერიის მთავარი სიახლე Mini LED ტექნოლოგიაა. წარმოიდგინე ეკრანი, სადაც შავი ფერი განსაკუთრებულად რეალისტურია, ნათელი დეტალები კი – კიდევ უფრო მკვეთრი. ამას სტანდარტულზე ბევრად მცირე ზომის LED განათებები უზრუნველყოფს. ყოველდღიურ მეგზურობას Samsung Vision AI Companion გაგიწევს, რომელიც შენზე მორგებულ რეკომენდაციებს პირდაპირ ეკრანზე შემოგთავაზებს. თუ გეიმერი ხარ, Motion Xcelerator (144Hz), VRR და ALLM ფუნქციების დახმარებით, თამაშის პროცესი წარმოუდგენლად სწრაფი და ყოველგვარი შეფერხებისგან დაცული იქნება.

Micro RGB (R95H) – გამოსახულების ახალი სტანდარტი.

ამ ტელევიზორის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ფერებს ზუსტად ისე აჩვენებს, როგორც რეალურ ცხოვრებაშია. ექსპერტების თქმით, მისი სიზუსტე იმდენად მაღალია, რომ საუკეთესო ეკრანებსაც კი უჭირთ მასთან კონკურენცია.

Neo QLED 4K – იდეალური შენი ყოველდღიურობისთვის.

გიყვარს ფილმები, სპორტი თუ თამაშები? QN80H და QN70H მოდელები ნებისმიერ მათგანს უპრობლემოდ უმკლავდება. მასში ჩაშენებული ჭკვიანი პროცესორი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ავტომატურად აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს. შემთხვევითი არ არის, რომ აღნიშნულმა მოდელმა ექსპერტებისგან „საუკეთესო უნივერსალური ტელევიზორის“ სტატუსი დაიმსახურა.

OLED – კინო და გეიმინგი შემაწუხებელი ანარეკლის გარეშე.

ნათელ ოთახში ფილმის ყურება აღარასდროს იქნება პრობლემა. Glare Free ტექნოლოგიის დახმარებით, S95H და S90H ეკრანებზე სინათლის არეკვლა წარსულს ჩაბარდა. თუ თამაში გიყვარს, 165Hz-იანი სიხშირე და Ultimate Gaming Pack პირველივე წამებიდან მიგახვედრებს, რატომ დაიმსახურა მოდელმა „2026 წლის საუკეთესო გეიმინგ ტელევიზორის“ ტიტული.

Q-სერიის აუდიო სისტემები – შთამბეჭდავი ჟღერადობა იდეალური განწყობისთვის.

გამოსახულება შთამბეჭდავი ხმის გარეშე არასრულყოფილია. თუ გინდა სახლში ნამდვილი კინოთეატრი მოიწყო, HW-Q990H-ის სივრცული ჟღერადობა ნამდვილად გაგაოცებს. მათთვის კი, ვისაც ზედმეტი მოწყობილობები არ უყვარს, HW-QS90H საუკეთესო გამოსავალია. ის აერთიანებს ყველაფერს ცალკე ბას-დინამიკის გარეშე, თავად აანალიზებს ოთახის აკუსტიკას და ხმას იდეალურად აბალანსებს. ექსპერტების შეფასებით, ეს მოდელი სრულყოფილი, ერთიანი გადაწყვეტაა.

წამყვანი ტექნოლოგიური გამოცემები ერთხმად აღიარებენ, Samsung-ის 2026 წლის მოდელები უბრალოდ მორიგი სიახლე არაა. ეს არის სახლში დასვენების სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც შენს თავისუფალ დროს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები