„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ“ – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს.
განცხადების ავტორების განმარტებით, კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას:
„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ამასთანავე გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობ
კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას. ჩვენი პარტნიორების და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილი იყო კვირას, 1 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე კინოთეატრ ამირანში ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“.
ფილმის ჩვენება არ შედგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ კინოზე და ვინც აპირებდით მოსვლას ფესტივალის გახსნაზე, გიწვევთ კინოთეატრ ამირანში, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები გაგაცნობენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი“ – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განცხადება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში…
Posted by Tbilisi International Film Festival • თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი on შაბათი, 30 ნოემბერი, 2024