LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოპროდიუსერი კერიან ფლინი კოსმოსში 320 ათას დოლარიანი ბრილიანტის საათით გაფრინდა

134
კინოპროდიუსერი კერიან ფლინი კოსმოსში 320 ათას დოლარიანი ბრილიანტის საათით გაფრინდა

კინოპროდიუსერი კერიან ფლინი იმ ქალთა ეკიპაჟის წევრი გახლდათ, რომელმაც Blue Origin-ის ტურისტული ხომალდით 11 წუთიანი ფრენა განახორციელა კოსმოსში. კეტი პერისთან, ლორენ სანჩესთან და ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად მოგზაურობის ამსახველმა ვიდეო და ფოტო მასალამ უკვე მოიარა მსოფლიო, ამჯერად კი ყურადღების ცენტში მოექცა ერთი დეტალი.

საინტერესოა, რომ ფრენისას კოსმოსში კერიან ფლინს, Lady Arpels Planétarium-ის 38 სანტიმეტრიანი საათი ეკეთა, რომლის ღირებულება 325 ათასი ამერიკული დოლარია. 18 კარატიანი ოქროს საათი ბრილიანტის თვლებითაა მორთული და მასზე პლანეტის სიმბოლიკაა დატანილი. საათი მექანიკური აღჭურვილობის გახლავთ და ის შემუშავებულია კრისტიან ვან დერ კლაუვთან თანამშრომლობით. მას ამშვენებს ცისფერი სამაგრი, რომელიც თეთრი ოქროს ქინძისთავით არის მიმაგრებული.

ფოტო/ვიდეო: ქალები კოსმოსს იპყრობენ! – პირველი კადრები ისტორიული მოგზაურობიდან

ფოტო/ვიდეო: ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი ლორენ სანჩესი კოსმოსში გასაფრენად ემზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები