LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინოთეატრი „საქართველო” იყიდება

489
dsc-4803

კინოთეატრი „საქართველო” იყიდება. მისი გასაყიდი ფასი 2.4 მლნ დოლარია (8 მლნ ლარამდე). რაც შეეხება მფლობელს, “საქართველო” კომპანია შპს “მერიდიანი XXI“-ის საკუთრებაა. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც კომპანიის დირექტორს ნუგზარ გიგაურს ესაუბრა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, იყიდება მთლიანად კომპანია, რომელიც კინოთეატრის შენობას ფლობს.

„მყიდველს არ ექნება არანაირი ვალდებულება, მათ შორის არც იმისი, რომ შეინარჩუნოს პროფილი. რაც შეეხება ინტერესს, ბევრი რეკავს, ინტერესდება, თუმცა კონკრეტული არაფერია,“ – აცხადებს ნუგზარ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები