„ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან“, – ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აღნიშნული განცხადებით ყოფილი კონგრესმენი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
„რატომ ითხოვს „ქართული ოცნება“ დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი არა.“ – წერს ყოფილი კონგრესმენი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა.
This is an absolute lie, and the Prime Minister knows it. Why would we want Georgia to expand the war? We wouldn’t and they know it.
Why does Georgia Dream insist on siding with loser, terrorist state #Russia?
I know the Georgian people. Seems the prime minister doesn’t. https://t.co/lys5uoCrfe
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) March 13, 2023