32 წლის მსახიობი, კირა ნაიტლი უკვე დიდი ხანია კარლ ლაგერფილდის საყვარელი ვარსკვლავების სიაში შედის, რომელიც Chanel-ის მოდის სახლის დირექტორია.
მსახიობს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ბრენდის სარეკლამო რგოლებში. 6 წლის წინ კირა Chanel Coco Mademoiselle-ის სახე გახდა და მას შემდეგ არაერთ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად ნაიტლი მინი ფილმში გამოჩნდა, რომელიც Chanel Fine Jewelrу-ის ახალი სამკაულების გამოსვლას ეძღვნება. მსახიობი არა მხოლოდ ბეჭდის დემონსტრირებას ახდენს, არამედ გიტარაზეც უკრავს. კირა სიმღერას Le Tourbillon de la vie-ს მღერის. სწორედ ამ სიმღერას ასრულებს ჟან მორო ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „ჟიული და ჯიმი“, რომელიც 1962 წელს გამოვიდა ეკრანზე.