LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლის ქმართან შედარებით ასჯერ მეტი შემოსავალი აქვს

79

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კირა ნაიტლი საკუთარი კოლეგებისგან ცხოვრების სტილით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაშინ, როდესაც ვარსკვლავები საკუთარ შემოსავალს აბანდებენ უძრავ ქონებაში, ყიდულობენ ძვირფას მანქანებს, მდიდრულ სამოსს და ტკბებიან შვებულებებით მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, კირა ჩამოთვლილთაგან არცერთს არ აკეთებს. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, ყიდულობს საშუალო ფასის სამოსს, შვილს კი ძვირფასი სათამაშოებით არ ანებივრებს.

როგორც აღმოჩნდა, კირას ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მის ქმარს, ჯგუფ Klaxons-ის მუსიკოს ჯეიმს რაიტონს. PopcornNews-ის ინფორმაციით, ნაიტლის შემოსავალი ქმრისას ასჯერ აღემატება.

გამოცემა ფინანსურ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობს კომპანია KCK-მ არსებობის მანძილზე 8 მლნ ფუნტი სტერლინგის შემოსავალი მოუტანა, მაშინ, როდესაც რაიტონის კომპანიამ Galloping Faster მხოლოდ 88 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიტანა.

შემოსავლის ასეთი მკვეთრი განსხვავება წყვილს ოდნავაც არ აღელვებს, კირა და ჯეიმსი ერთად ყოფნით ტკბებიან და ძალიან ბედნიერები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g