სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სეზონი გამოვა და თაყვანისმცემლები გაიგებენ, დაბრუნდა თუ არა მასში ჯონ სნოუ, კიტ ჰარინგტონის ხილვა თეატრის მოყვარულებს შეეძლებათ. მსახიობი სპექტაკლში „ექიმი ფაუსტი“ გამოჩნდება და მისი პრემიერა მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება. სცენარის მიხედვით, მთავარი პერსონაჟი, რომელსაც სწორედ ჰარინგტონი თამაშობს, ეშმაკს სულს მიყიდის, რათა შავი მაგიის ნიჭი შეიძინოს.
„თანამედროვე სამყაროში ბევრი ასეთი ფაუსტია. როდესაც სპექტაკლისთვის ვემზადებოდი, ჩემს მეგობარს შევეხმიანე, რომელიც მაგიით არის დაკავებული. შოუში ფანტასტიკის ელემენტი იქნება ნაჩვენები, რაც დევიდ ლინჩისეულ ატმოსფეროს შექმნის. ლონდონის თეატრში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ძალიან გამიმართლა, რომ საჭირო დროს საჭირო საზოგადოებაში მოვხვდი“ – განაცხადა ჰარინგტონმა.