LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ჰარინგტონის ფოტომ წვერის გარეშე ინტერნეტი დაიპყრო

102

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, კიტ ჰარინგტონმა წვერი მოიშორა. სწორედ ახალი ვიზუალით გამოჩნდა მაყურებლის წინაშე მსახიობი სპექტაკლზე „ექიმი ფაუსტი“, რასაც საკამაოდ აქტიური განხილვა მოჰყვა.

თაყვანისმცემლების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიალში მის მორიგ გარდაცვალებას უკავშირდება. თუმცა უმეტესობა თანხმდება, რომ ის ყველანაირად სიმპატიურია.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობამ კიტს სექს-სიმბოლოს სტატუსი მოუტანა, რაც, როგორც აღმოჩნდა მას არც ისე ძალიან ახარებს. მას შემდეგ ჰარინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ლამაზ ბიჭზე მეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში მსახიობის პროფესია დიდი ხნის მიტოვებული ექნებოდა.

Cj3X6CFWsAA7aQH-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები