სულ მალე, „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავების, კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილი გაიმართება. ზუსტ თარიღს წყვილი საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ჟურნალისტებმა სხვა დეტალების გარკვევა მოახერხეს. კერძოდ კი იმისი, როგორ გამოიყურება მათი საქორწინო მოსაწვევი. აღმოჩნდა, რომ ბარათები სერიალის სტილშია გაფორმებული და ეს სიმბოლურიც არის, რადგან წყვილმა ერთმანეთი სწორედ ამ პროექტით გაიცნო.
ცნობილია ასევე ისიც, რომ დაპატიჟებული სტუმრების სიაშია „სამეფო კარის თამაშების“ მთლიანი გადამღები ჯგუფი. ქორწილის გამო დროებით შეჩერდება სერიალის გადაღების პროცესიც კი.