გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი „კომედი-შოუს“ მსახიობი ბექა ონიანი იყო. საიდან მოხვდა „კომედი შოუში“, რომელი იყო პირველი როლი და როგორ ხვდება ახალ წელს – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ მოხვდი „კომედი შოუში“?
– მე-7 წელია უკვე, რაც „კომედი შოუს“ მსახიობი ვარ. „მან სან კანში“ ვღებულობდი მონაწილეობას და სწორედ იქიდან გავიცანი და დავმეგობდრი ამ ადამიანებთან. მას შემდეგ ვარ ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი.
– რომელი იყო პირველი როლი?
– ეს იყო ღვინის ფესტივალზე ერთ-ერთი დეგუსტატორის როლი. ძალიან კარგად მახსოვს დეტალებიც კი. მახსოვს, რომ ძალიან ვღელავდი, როგორ მიმიღებდა მაყურებელი და როგორ შემიწყობდა ხელს განვითარებაში.
– როგორ არჩევ პერსონაჟებს?
– შეიძლება მსგავსი ტიპის ადამიანს შეხვდე, მაგრამ ყველაფერს ვერ გადმოიღებ ადამიანისგან 100%-ით. მე კონკრეტული ადამიანის პაროდიას არ ვაკეთებ. ზოგის ხასიათი მაქვს აღებული, ზოგის გარეგნობა და ა.შ.
– სცენარის გარეშე იმპროვიზაციას თუ აკეთებ შენით?
– რა თქმა უნდა. რეპეტიციაზე შეიძლება სხვანაირად თქვა და გადაღებაზე სხვანაირად. განსაკუთრებით სტიმული მაშინ არის, როდესაც მაყურებელი გიღიმის.
– თქვენი ცნობილი სერიალი „ვნებების ჭუჭრუტანაში“ თუ გაგრძელდება?
– ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სახალისო სიახლეებს შემოგთავაზებთ.
– იუმორთან შეხება მანამდე თუ გქონია?
– მუდო ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ და იუმორი ყოველთვის მქონდა, მუდმივად ვმაიმუნობდი რაღაცეებს. სხვათაშორის, სკოლის პერიოდში სცენის პანიკური შიში მქონდა. როდესაც გავრისკე, გამიმართლა და სწორედ ასე გავყევი ამ გზას.
– თქვენს მომავალ კონცერტებზე რას გვეტყვი?
– არაჩვეულებრივი კონცერტი გელოდებათ. იქნება მევრი სიახლე, მხიარულება და სიურპრიზი. ბოლომდე ვიხარჯებით, რათა კარგი შოუ ვაჩვენოთ.
– ახალ წელს როგორ ხვდები?
– ცოტა დაღლილი ვარ ხოლმე ახალი წლისთვის. ძირითადად სახლში ვერ ვხვდები, მაგ მხრივ არ მიყვარს ახალი წელი, რომ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად ვერ ვხვდები, მაგრამ ზოგადად ეს დღესასწაული ძალიან კარგია.
– საჩუქრებსთუ უკეთებ ოჯახის წევრებს?
– კი, მიყვარს საჩუქრები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულ საჩუქრებს ვუკეთებ ხოლმე. უფრო სიმბოლურებს.
– სამზადისში თუ ეხმარები?
– ვცდილობ, თუმცა დიდი წვლილი ვერ შემაქვს.
– მკვეთრად დაიკელი წონაში…
– კი, მოვინდომე და 27 კილო მაქვს ამ დროისთვის დაკლებული. გაგიკვირდებათ და მხოლოდ სწორი კვებით შევძელი. რაღაც განსაკუთრებული დიეტა არ გამიკეთებია და არ მიშიმშილია.
– რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?
– დამღალა ზედმეტმა წონამ და ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერზე ცუდად მოქმედებდა უკვე.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ოჯახის გარდა არსებობს ორბეთის ტყე, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა.
– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– მოძრაობის წესების დარღვევა.
– თამადობა თუ გიყვარს?
– არა, ვერ გამოვირჩევი ამ ნიჭით. მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში პატარა სუფრებზე, სხვა მხრივ არა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ბევრს ვსვამ, მაგრამ ასე არ არის.
– რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– მარკ ცუკერბერგს, „ფეისბუქის“ დამაარსებელს და ერთ კითხვას დავუსვამდი: „როგორ?“ (იცინის)
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემი აუდიო ჩანაწერი