რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ახალი მრავალფუნქციური შენობა აშენდა, კედარის ხე მოჭრეს.
ინფორმაცია ხის მოჭრის შესახებ ფოტოსთან ერთად, “პარტიზანი მებაღეების” აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა.
“დაბეჯითებით გთხოვთ აგვიხსნათ თბილისის მოსახლეობას, რის საფუძველზე მოჭერით ჩვენი კედარი, რომელიც ერთადერთი იყო, რაც წინა მთავრობას გადაურჩა აქ”, – წერს ის ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/nata.peradze/posts/10211579496338842
ნატა ფერაძის პოსტმა ფეისბუქში, მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
“კიტოვანს გადაურჩა და ამათ მოჭრეს”; “არა მხოლოდ წინა მთავრობას, სამოქალაქო ომსაც გადაურჩა, ტანკებს ჭურვებს და ხანძარს. ეგ იყო მანდაურობის მემორიალი სინამდვილეში”, წერენ “ფეისბუქის” მომხმარებლები.
ხის მოჭრა როგორც ჩანს, მაშინვე გადაწყდა, როგორც კი ადგილზე ახალი შენობის გეგმა დაამტკიცეს, რადგან გეგმის ფოტოსურათებში, ძველი კედარის ნაცვლად, შენობაზე მორგებული ბუჩქებია გათვლილი.