LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო – ლუქსემბურგის მატჩის გამო რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

152
pirveli-respubliksi-moedani

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის ღამის 01:00-დან 22 მარტის დილის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით.

ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მერიის ცნობით, იმოძრავებს:

N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე”, გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები