LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მამუკა ახვლედიანი

axvlediani

კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში – მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებებში, – ამის შესახებ მოსამართლე მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების, მოსამართლეებისა და იურისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება ყველანაირი ფორმა: საუბრები, შეხვედები პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; იქნება როგორც ერთობლივად შეთანხმებულად, ასევე ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები. სამოქალაქო სექტორი შეეცდება, ძალიან მძლავრად წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში არსებულ ჯგუფს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა აქვთ.

„ერთი ჯგუფის და ერთი ადამიანის მიერ დასახელებული სახელი და გვარები არ უნდა გადიოდეს და არ უნდა ხდებოდეს ერთ კვირაში ასეთი რამეების დამტკიცება. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე ამდენს ვერ გაბედავდნენ. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ ერევა და როგორ ერევა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ეს ჯგუფი მარტო არ მოქმედებს,“ – დასძინა ახვლედიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g