LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლასიკო არ შედგა: ბარსამ სამეფო კლუბი დაშალა

62

მადრიდი გლოვობს: მოძულე „ბარსელონამ“ სამეფო გუნდი შოკში ჩააგდო და ისეთი ამოსცხო შესაძლოა კარგა ხანს ვერ მოვიდეს გონზე. წლევანდელ პირველ ელ-კლასიკოს გამოკვეთილი ფავორიტი არ ყოლია, სტუმრებს თვით მესი არ ყავდათ, მაინც და მაინც არც „რეალი“ იყო შესაშურ ფორმაში, ცხრილში ერთმანეთს მიყვებიან და ამიტომაც თითქოსდა შანსები თანაბარი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ასე ფიქრობდნენ ქომაგები, ბუქმექერები, მაგრამ არა „ბარსელონა“ მთელი თავისი მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად.

თამაში სტუმრების სრული უპირატესობით წარიმართა, სხვანაირად არც შეიძლება ითქვას, როდესაც ჩასული გუნდი 4:0-ს მოიგებს. მართალია, მომენტები მადრიდელებსაც ქონდათ, თუმცა ისეთ დროს, რომ ამას დიდად აზრი არ ქონია, თანაც კლაუდიო ბრავო ისეთ რაღაცეებს ჩადიოდა, რომ ბრავოს შეძახილი კიდევ ცოტა იყო.

სანაკრებო მატჩებს ფორმიდან არ ამოუგდია ბარსას ტოპ-შეტევის დუეტი – სუარესი და ნეიმარი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და აკი ისევ გაიტანეს თავიანთი გოლები. მოხდა კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი – გოლი სამხრეთ ამერიკული დუეტის გარდა სხვამაც გაიტანა, არადა ასეთი რამ ლამის ორი თვეა არ მომხდარა. ეს სხვაც სიმბოლურად ყველაზე ამგდარი ბარსელი ინიესტა იყო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში მესამე გაუტანა „რეალს“ და მთელი ინტრიგაც ჩაახშო. ინიესტამ მოგვიანებით კაპიტნის სამკლავური ტრამვის შემდეგ დაბრუნებულ მთავარ კაცს – მესის დაუთმო.

სამაგიეროდ არც ფორმაში იყვნენ და არც თამაში წაუვიდათ „რეალის“ ფეხბურთელებს. ბენზემას პრობლემების შესახებ ცნობილია და ეს გარემოება უთუოდ იმოქმედებდა მის განწყობაზე. თამაში ჩააგდეს კროოსმა, ბეილმა, რამოსმა, დანილომ და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე რონალდომაც. დემორალიზებული „რეალის“ სახე შეცვლაზე შესული ისკო იყო, რომელიც უხეშობისთვის მოედნიდან მიაბრძანეს. მოკლედ, „რეალი“ კლასიკოში არ შედგა. მადრიდში ისედაც დადიოდა ჭორი გარკვეული ცვლილებების შესახებ და ეს დამამცირებელი ფაქტი ალბათ კიდევ უფრო თამამად უბიძგებს ფლორენტინო პერესს ჩაფიქრებული ცვლილელები განახორციელოს. „სანტიაგო ბერნაბეუ“ სიახლეების მოლოდინშია, რაც მისთვის არც უცხოა და ეს გულშემატკივრებმაც მოითხოვეს, როდესაც თეთრი ბაირაღები ააფრილეს ამ ლამაზ არენაზე.
რეალი: ნავასი, დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო (კარვახალი, 59), კროოსი, მოდრიჩი, როდრიგესი (ისკო, 55), ბეილი, რონალდო, ბენზემა.

ბარსელონა: ბრავო, ალვეში, პიკე, მასკერანო (მატიე, 27), ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მესი, 57), ინიესტა (მუნირი, 77), სერხი რობერტო, სუარესი, ნეიმარი.

გოლები: სუარესი, 11; ნეიმარი, 39; ინიესტა, 53; სუარესი, 74

 

 

_86812241_luissuarez 3568 Barcelona 4-0 Real Madrid Highlights real-madrid-barcelona-la-liga_mxnf5je7rysm1ttq4bijjoqeq real-madrid-dejected-barcelona Screen-Shot-2015-11-21-at-20.48.27

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g