ახლა მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში ჯენიფერ ლოპესია, რომელიც ახალი ფილმის, „შეუჩერებლის“ პრემიერებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს. ტაბლოიდების გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია მაღალი, ქერა, სკანდინავიური გარეგნობის ახალგაზრდა პირადი მცველი, რომელიც 55 წლის ჯეი ლოს, ბოლო პერიოდში გამუდმებით თან ახლავს.
ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა ფოტოების სერია, რომელშიც ჯეი ლოს გუნდის ახალი წევრია აღბეჭდილი. ფოტოს, რომელშიც „ბოდიგარდს“ ვარსკვლავის ხელი უჭირავს, უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„კლასიკური ჰოლივუდური სცენარი“, „ჯეი ლოს ახალგაზრდა პირადი მცველი შეუყვარდა?“, „სწორედ ასეთი ახალგაზრდა მამაკაცით უნდა ჩაანაცვლოს ბენი“, „საოცრად სიმპათიურია“, – არ წყდება კომენტარი.
ჯეი ლოს მორიგი ლონდონური პრემიერა და თვალწარმტაცი „ლუქები“
ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული ჯეი ლო „დიდი რევანშს“ გეგმავს – უახლესი დეტალები