LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლაუდია შიფერი „ტომი ჰილფიგერის“ ულამაზეს საშემოდგომო კამპანიაში

124
კლაუდია შიფერი „ტომი ჰილფიგერის“ ულამაზეს საშემოდგომო კამპანიაში

მოდის ბრენდმა „ტომი ჰილფიგერმა“ შემოდგომის კამპანია სახელწოდებით „The Hilfiger Racing Club“ წარმოადგინა. მასში მონაწილეობენ ცნობილი მოდელი კლაუდია შიფერი და მსახიობი ნიკოლას ჰოულტი.

ამ კამპანიაში „ტომი ჰილფიგერი” რეტრო სტილს ხელახლა წარმოგვიდგენს. ტანსაცმლის ეს სტილი პრესტიჟული კერძო სკოლების უნიფორმებიდან იღებს სათავეს. თუმცა, ახალი კოლექცია მას ავტომობილების რბოლის ნოსტალგიასთან აერთიანებს. კამპანია მთელ მსოფლიოში დაიწყო.

შემოდგომის კოლექციას ბრენდი ფერებისა და ახალი ტექსტურის მეშვეობით ამრავალფეროვნებს: პერანგები, წყალგაუმტარი ქურთუკები. შემოდგომის კოლექცია ხელმისაწვდომია „ტომი ჰილფიგერის“ მაღაზიებში მთელ მსოფლიოში, მის სარეკლამო კამპანიაში კი კლაუდია შიფერი შეუდარებელია.

55 წლის კლაუდია შიფერი „დონა კარანის“ ახალ სარეკლამო კამპანიაში

კლაუდია შიფერი დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამოჩნდა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 90-იან წლებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები