ლეგენდარული მოდის სახლის „დიორის“ ჩვენება შოტლანდიაში, ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გაიმართა. ჩვენებას პირველად დაესწრო კლაუდია შიფერის 19 წლის ქალიშვილი, კლემენტინა დე ბერ დრამონდი. 19 ლის ლამაზმანმა , რომელიც საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დედას, სადებიუტო გამოსვლისთვის არჩევანი ტყავის პლაშჩზე გააკეთა, რასაც აქსესუარის სახით, „დიორის“ ჩანთა შეუხამა.
კლემენტინას მამა, ბრიტანელი არისტოკრატი, მეტიუ ვონია, რომელსაც კლაუდია 2002 წელს გაჰყვა ცოლად. წყვილს ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.
53 წლის კლაუდია შიფერი, საყვარელ კატასთან ერთად, „ვოგის“ გარეკანზე პოზირებს
ფოტო: 53 წლის კლაუდია შიფერმა 29 წლის წინანდელი „ვერსაჩეს“ კაბა მოირგო