LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლდეზე დგომით, 2 დღე მზის ქვეშ და 2 ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე გაატარა, ერთი ნაბიჯიც კი სიკვდილის ტოლფასი იყო“ – მაშველებმა მესტიაში 70 წლის ტურისტი სიკვდილისგან იხსნეს

11836
თეთნულდზე დაკარგული ტურისტი

მოქალაქე ირინა კვიციანი საზოგადოებას სოციალურ ქსელში მესტიის სამაშველო სამსახურის თანამშრომლების შესახებ ემოციურ ისტორიას უზიარებს და წერს, რომ ურთულესი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ 70 წლის უცხოელი ტურისტი სიკვდილისგან იხსნეს:

„მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება და გამოვხატო მადლიერება მესტიის სამაშველო სამსახურის მიმართ.
სტუმრად მყავდა უცხოეთის მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა 8-დღიანი ჯავშანი. ამ 8 დღის განმავლობაში მას დაგეგმილი ჰქონდა მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად მთებში. დადგა მესამე დღე, როდესაც მან გადაწყვიტა თეთნულდისკენ გამგზავრება, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ სასეირნოდ….

დაახლოებით შუადღის 2 საათზე მირეკავენ და მატყობინებენ, რომ იძებნება ჩემი სტუმარი (ზარი განხორცოელდა მის მიერ 112-ზე რომ ის დაიკარგა) დაუყოვნებლივ ჩაერთო სამძებრო სამუშაოში მესტიის სამაშველო სამსახური და პოლიცია. თითქმის ორი დღე და ღამე მე და ჩემს ოჯახს არ გვძინებია. საშინელი ორი დღე გადავიტანეთ…. როცა მეორე ღამეც უკვე დადგა მე უკვე გადაწურული მქონდა მისი ცოცხლად პოვნის იმედი. ამ ორი დღის განმავლობაში ერთი წუთით არ შეწყვეტილა ძებნა.

ბიჭები ეძებდნენ, ტყეში, კლდეში, ფანრებით და იმედით რომ იპოვიდნენ, თუმცა არ იცოდნენ სად უნდა მოეძებნათ რადგან სტუმარმა მათ მისცა არასწორი „ლოკაცია“ და სინამდვილეში სულ სხვაგან იმყოფებოდა. არ დატოვეს კუთხე და შესაძლო ვარიანტი სადაც შეიძლებოდა წასულიყო.

ჩემი სტუმარი არის 70 წელს გადაცილებული, აქვს სმენის და მხედველობის პრობლემა. და ეს ადამიანი აღმოჩნდა კლდეში „გაჭედილი“ დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე (როგორ ავიდა მანდ, არ ვიცი. თუმცა ფაქტია ვერ ჩამოვიდა) ხო და ამ კლდეში მან დგომით,  მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე, ერთი ნაბიჯის გადადგმაც მისი სიკვდილის ტოლფასი იყო….

ხო და ამ ბიჭებმა, ამ დალოცვილმა ვაჟკაცებმა შეძლეს შეუძლებელი Luka Ioseliani Mevlud Gujejiani #muxochartolani Beqa Naveriani (ესენი არიან ვისთან კონტაქტზეც მე ვიყავი და ვისაც ვიცნობ, თორემ სხვა ბევრი უმაგრესი ვაჟკაცი იმყოფებოდა მათთან ერთად)

როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ხმები ესმით და სავარაუდოდ ჩემი სტუმარი იყო, ვერ აღგიწერთ ჩემი და ჩემი ოჯახის ემოციას…. იპოვეს და შეასრულეს ურთულესი სამუშაო მხოლოდ თოკების დახმარებით (არანაირი ვერტმფრენი, ან სხვა რამე) ჩამოიყვანეს ეს ადამიანი სამშვიდობოს და თვითონაც უვნებლები დაბრუნდნენ უფლის წყალობით!

მოკლედ, ხალხნო, არავის დასჭირდეს, თორემ ისეთები არიან თამამად ანდეთ თქვენი სიცოცხლე!! #საგანგებოსიტუაციებისმართვისსამსახური.“ – წერს ირინა კვიციანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g