LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმაქსის მკურნალობის 2 გზა – როგორ ვუმკურნალოთ კლიმაქსს, გინეკოლოგი მაია პარკაია გვირჩევს

1958
მაია პარკაია

ექიმი გინეკოლოგი მაია პარკაია კლიმაქსის მკურნალობის მეთოდების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

გინეკოლოგი ამბობს, რომ თანამედროვე გინეკოლოგიაში არსებობს კლიმაქსის მკურნალობის ორი მეთოდი, არაჰორმონალური და ჰორმონალური.

ექიმი დეტალურად აღწერს, როგორ ხდება სპეციალისტის მიერ მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა პაციენტისთვის, ინდივიდუალურად პაციენტის ანამნეზის, რისკფაქტორების და უკუჩვენებების გათვალისწინებით:

„კლიმაქსის დროს სიმპტომები, როგორიც არის ოფლიანობა, წამოხურება, შფოთვა, ძილის დარღვევა გამოწვეულია ქალის ჰორმონის, ესტროგენების შემცირებით. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს ქალს ცხოვრების ხარისხს. თანამედროვე გინეკოლოგიაში არსებობს კლიმაქსის მკურნალობის ორი მეთოდი, არაჰორმონალური და ჰორმონალური.

არაჰორმონალური გულისხმობს ფიტოესტროგენების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებას. ეს არის ალტერნატივა იმ ქალებისთვის, ვისთვისაც კატეგორიულად აკრძალულია ჰორმონოთერაპია და მსუბუქი ხარისხის სიმპტომების სამკურნალოდ.

ჰორმონალური მეთოდი, ესტროგენ-ჩანაცვლებითი თერაპია მოქმედებს როგორც სიმპტომებზე, ასევე აუმჯობესებს გუნება-განწყობას ხელს უშლის ძვლების ოსტეოპოროზული დაზიანების და კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას. მეთოდის შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმის მიერ, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგ, ინდივიდუალურად პაციენტის ანამნეზის, რისკფაქტორების და უკუჩვენებების გათვალისწინებით. გახსოვდეთ მეგობრის რჩევით კლიმაქსის წამალს ნუ დალევთ, დროულად მიმართეთ ექიმს და მხოლოდ ექიმ შეგირჩევთ თქვენთვის უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას. გისურვებთ ჯანმრთელობას…“ – ამბობს ექიმი ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები