LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიმატისა და სხვა კომპლექსური ფენომენების შესწავლისთვის, ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცემა

138
nobel

1901 წლიდან, ყოველი წლის ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ნობელის პრემიის ახალი ლაურეატების დასახელებას ელის.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის მფლობელები გუშინ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში დაასახელა, დღეს კი ცნობილი გახდა ლაურეატების ვინაობა ფიზიკის დარგში. 

2021 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს იაპონური წარმოშობის ამერიკელ სიუკურო მანაბეს, გერმანელ კლაუს ჰასელმანსა და იტალიელ ჯორჯო პარიზის გადაეცემა.

მეცნიერები პრემიას ისეთი კომპლექსური ფიზიკური სისტემების კვლევებისთვის მიიღებენ, როგორიც კლიმატის ცვლილებაა.

“აკადემიამ გადაწყვიტა, ფიზიკის დარგში პრემია სიუკურო მანაბეს, კლაუს ჰასელმანსა და ჯორჯო პარიზის რთული ფიზიკური სისტემების გაგებაში შეტანილი ნოვატორული წვლილისთვის მიანიჭოს.” – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

?  ჯორჯო პარიზიმ უწესრიგო კომპლექსურ მასალებში დამალული სტრუქტურები აღმოაჩინა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი აღმოჩენა რთული სისტემების თეორიაში უმნიშვნელოვანესი წვლილია;

?  კლაუს ჰასელმანის მიერ შექმნილი მოდელი ამინდსა და კლიმატს აკავშირებს. მისი მეთოდები გამოყენებული იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ატმოსფეროში გაზრდილი ტემპერატურა ადამიანის მიერ ნახშირორჟანგის ემისიით არის გამოწვეული;

?  სიუკურო მანაბემ კი აჩვენა, როგორ იწვევს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდილი დონე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის მატებას. მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა კლიმატის ამჟამინდელი მოდელების შემუშავებას.

4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით, სტოკჰოლმსა და ოსლოში ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს დაასახელებენ.

ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გუშინ დაასხელდნენ, პრემია დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g