“ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო დადგენილია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 8 ახალი პაციენტიდან 6 საკარანტინე სივრციდანაა, 1 თეთრიწყაროდან, ხოლო 1 ბოლნისიდან.
ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია
“ჩვენთან ამ ეტაზე 34 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 33 დადასტურებული, ხოლო ერთი შესაძლო შემთხვევაა და მას გამოკვლევებს ვუტარებთ. ახალი ინფიცირებულებიდან 2 პაციენტი ჩვენთან მოთავსდა, ისინი საკარანტინე სივრციდან არიან. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გუშინ ჩვენი კლინიკა 6-მა გამოჯანმრთელებულმა მოზარდმა დატოვა. მთლიანობაში კი ჩვენი კლინიკიდან უკვე 79 პაციენტი გაეწერა. ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ ერთო არასრულწლოვანი მკურნალობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უკვე მესამე დღეა დასტაბილურდა, ხოლო 3 მძიმე პაციენტის მდგოამრეობა გაუმჯობესდა და ისინი უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტებად მიიჩნევიან.