კლინიკა “გულის” 70-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირებულთა შორის არის კლინიკის ხელმძღვანელი, ანზორ მელიაც. დეტალებთან დაკავშირებით მელია თავად ესაუბრა „ფორტუნას“.
ბატონო ანზორ, კორონავირუსით მედპერსონალის დაინფიცირების წყარო იცით?
ზოგიერთი პაციენტი მალავდა, რომ სახლში სიცხე ჰქონდა… ვნახეთ, რომ ექიმები დაავადდნენ ამ ვირუსით, შემდეგ ვნახეთ, რომ ექთნებიც – ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც მჭიდრო შეხება ჰქონდა პაციენტთან. მივიღე გადაწყვეტილება, რომ კარდიოლოგიური განყოფილება დამეხურა და შევწყვიტეთ ქრონიკული ავადმყოფების მიღება.
როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
სამწუხაროდ, კლინიკის თითქმის ყველა ექიმს კორონავირუსი დაგვიდასტურდა.
შინ მკურნალობთ?
ყველა ექიმი სახლში გადის მკურნალობის კურსს. არც ერთის მდგომარეობა არაა მძიმე. დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. ალბათ, ეს განაპირობა იმან, რომ გრიპის ვაქცინაცია ჩავიტარეთ და ამან ხელი შეუწყო არგართულებას.
კლინიკის გახსნას როდის გეგმავთ?
კლინიკა 10 დეკემბრამდეა დახურული.
ანზორ მელიას თქმით, ყველა ინფიცირებული პაციენტი გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში.