კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს.
უცნობია მოტივი, რის გამოც თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომელს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
„დაცვის თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. შემთხვევა დაახლოებით დღის 15:00 საათზე მოხდა. მიზეზი გაურკვეველია, პრეტენზია არ ჰქონდათ სამედიცინო პერსონალის მიმართ, იქ რა მოხდა, არავინ არ იცის, გამოძიება მიმდინარეობს.“ – აცხადებენ კლინიკაში.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.