LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე: დღეს დილით სააკაშვილი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ კი 65, გიული ალასანიას მოვუწოდებ, დაარწმუნოს, რეკომენდაციებს დაექვემდებაროს

188
Untitled design (3)

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აცხადებს, რომ დღეს დილით ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა.

ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის დედას მოუწოდებს, რომ პაციენტი დაარწმუნოს – რეკომენდაციებს დაექვემდებაროს:

„დღეს დილით პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ კი 65.

მკურნალობაში ორი კომპონენტია: სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს.

გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამაზე კი მან კატეგორიული უარი განაცხადა.

„თუ ასე გაგრძელდება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე..

კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები, ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს.

ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, – აღნიშნავს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები