სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.
როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.
„შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება.
უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი…
Posted by სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო on Wednesday, October 11, 2023