LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკაში შემოყვანამდე დაფიქსირდა გულის გაჩერება, გული აუმუშავდა…მოტეხილი აქვს ორივე კიდური – როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1133
Capture1111111111111111

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი ცნობები ვრცელდება. ფორტუნას ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, რომ კლინიკაში შეყვანამდე ქალს გული გაუჩერდა, თუმცა ჩაუტარდა რეანიმაციული აქტივობა და მოხდა გულის ამუშავება.

მათივე ცნობით ქალს მოტეხილი აქვს ორივე კიდური და მენჯის ძვლები.

„დამძიმებული იყო მისი მდგომარეობა მანქანაში. კლინიკაში შემოყვანამდე დაფიქსირდა გულის გაჩერება. მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. აქვს მოტეხილობა ორივე ქვედა კიდურის, მენჯის ძვლები. ჩატარდა კვლევები, არ არის გონზე“ – განუცხადეს ფორტუნას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

შეუძლოდაა, კონტაქტური არ არის… ბავშვების ხმა თითქოს ისმისო და არ ვიცი მე არ მინახავს არცერთი – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g