LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს – ჯანდაცვის მინისტრი

105
ipiccy_image

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს, – საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისი სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ“, – განაცხადა მინისტრმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

ზურაბ აზარაშვილმა ტარიფის ინდექსაციის საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, განცხადებები, თითქოს, ტარიფის ინდექსაციის გარეშე, კლინიკები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ და ფინანსური ზარალის გამო, დაიხურებიან, ნაადრევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g