LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ, იაფფასიანი პოლიტიკოსი, “თხა და გიგო” მაინც წაიკითხე“ – გიორგი ვაშაძე და ირაკლი ზარქუა პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

112
ზარქუა და ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ – დეპუტატებმა ერთმანეთს „კლოუნი“ და „მასხარა“ უწოდეს.

პარლამენტის წევრებს შორის დაპირისპირება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მწვავე კითხვებით პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე მიმართა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, გვენეტაძის ნაცვლად, ვაშაძისთვის პასუხების გაცემა „ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სცადა.

ვაშაძეს კი „ჭიჭე ვაშაძით“ მიმართა და უთხრა, რომ პოპულისტია და მცურავი გაცვლითი კურსის თაობაზე კი, არაფერი იცის, რის საპასუხოდაც გიორგი ვაშაძემ  სხდომის წამყვანს პროცედურის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა და მიმართა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ეპასუხა და არა „პატივცემულ კლოუნს.“  მან ზარქუას ასევე ურჩია, „თხა და გიგო“ მაინც წაეკითხა.

„კლოუნი“ ხარ, აბა რა ხარ – ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი,“ – განაცხადა ზარქუამ ვაშაძის საპასუხოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g