LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კმარა ხალხის ძარცვა“, „პარაზიტებო“ – გაზზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას მთავრობის ადმინისტრაციასთან აპროტესტებენ

613
Capture121212121

„კმარა ხალხის ძარცვა“, „პარაზიტებო“ – ამ ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები გაზზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

„ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ისინი მთავრობას 2 კვირიან ვადას აძლევენ, რომ ტარიფებზე ფასის ზრდა შეაჩეროს. ბაღათურიას თქმითვე, მთავრობამ პირველ ჯერზე იმ 700 000 ადამიანის მიმართ მაინც უნდა შეაჩეროს ფასების ზრდა, რომლების სუბსიდირებას იღებენ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პოპულარულები